wWw.ParKisUbAnI.Tk By LaSha =] პარასკევი, 10.05.2024, 11:16
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა მოგესალმები Guest | RSS
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
ფილმები [45]
თამაშები [75]
პროგრამები [25]
მუსიკა [21]
პრიკოლები [2]
სხვადასხვა [19]
Counter Strike [17]
+18 +დღის გოგო [0]
კლიპები [7]
სურათები [1]

მინი-ჩეთი
200

ჩვენი გამოკითხვა
saitze kidev shemoxval???
სულ პასუხი: 772

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა
დამახსოვრება

მთავარი » 2010 » თებერვალი » 9 » Call Of Duty 7
21:36
Call Of Duty 7
კომპანია Activison - მა, ტრადიაციად ჩამოაყალიბა, რომ 2005 წლიდან მოყოლებული გამოვა თითო თამაში Call of duty - ს სერიიდან. გამონაკლისი არც 2010 წელია. მაშ ასე ბატონებო და გეიმერებო, წარმოგიდგენთ Call of Duty 7. არადა არაფერს ვერ წარმოგიდგენთ. თამაშზე თითქმის არაფერია ცნობილი, მხოლოდ ის რომ ის შექმნის პროცესშია. ეს უკვე ოფიციალური ინფორმაციაა. Activision - მა დაიწყო ლიცენზიების ყიდვა სამოცდაათიანი წლების აფრიკულ, კუბურ, რუსულ და ვიეტნამურ მუსკიზე. შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ რომ მოქმედება ამ ლოკაციებში ხდება და ალბათ ცივი ომის პერიოდში. თავის ბლოგში ერთ-ერთმა ანიმატორმა აღნიშნა რომ მუშაობს მეშვიდე ნაწილის განათებაზე, მაგრამ როდესაც ჟურნალისტებმა ''დაწვეს'' ეს ამბავი, მან უცებვე წაშალა ეს ინფორმაცია. თამაშს აკეთებს მეხუთე ნაწილის შემქმნელი Treyarch - ი. კომენტარი მათ მხრიდან ჯერ არ ყოფილა. მაგრამ ცნობილია მეშვიდე ნაწილის პროდიუსერი (სამწუხაროდ სახელი აღარ მახსოვს), მან ღნიშნა, რომ თამაშის დაახლოებითი რელიზი, 2010 წლის ნოემბერში შედგება. აჯობებს თუ არა Modern Warfare 2 - ს? ასეთ კითხვაზე, ასეთი პასუხი გასცა - ''No Comment''.
Infinity Ward -იდის წარმომადგენლება გამოაცხადეს:
- ჩვენ გვჯერა Treyarch-ის და დარწმუნებულები ვართ, რომ ისინი შესძლებენ Call of duty - ს სერიის გაგრძელებას და გამოუშვებენ კარგ თამაშს.
- Call of Duty Modern Warfare 3 - ის შესახებ არაფერს იტყვით?
- No Comment.
მიჩვიენ ასეთ პასუხებს შემქმნელები, მაგრამ გეიმერებს ვერაფერს გამოაპარებ, ვერც ბაგს და ვერც ინფორმაციას. მოემზადეთ: Call of Duty: Modern Warfare 3 - შექმნის პროცესშია. როგორც MW2-მა ყველა რეკორდი მოხსნა გაყიდვების მხრივ და სრული მსოფლიოს დაპყრობა მოახდინა, Activision - მა გაცილებით ადრე დააძალა Infinity Ward - ს მუშაობა. როგორც ჩანს წლის გამომცემელი არაა კმაყოფილი ორ-სართულიანი ტორტით და ზედ მესამეს აცხობინებს წლის მზარეულს.
ამ ინფორმაციაზე Treyarchi - დან ასეთი პასუხი მოვიდა: ''No Comment 2''
კარგია როდესაც შემქმნელები ერთმანეთს ეჯიბრებიან და ჯიბრზე სულ უფრო და უფრო უკეთეს თამაშებს უშვებენ, რაც არ შეიძლება რომ არ გვიხაროდეს, რადგან სწორედ ასეთი შეჯიბრებები ბადებს ისეთ თამაშებს, როგორიცაა Modern Warfare 2.


კატეგორია: თამაშები | ნანახია: 1080 | დაამატა: lasha | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძებნა

კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

Copyright MyCorp © 2024